пятница, 13 февраля 2015 г.

დღე მესამე

დღეს არის ჩვენი მეცადინეობის მესამე დღე 13.02.15წ. და ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ განვიხილეთ საშინაო დავალება, განვიხილეთ ასევე  ბლოგის ინსტრუმენტები, სტატიის გამოქვეყნება, განთავსება  ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა.
 ინდივიდუალურად  წავიკითხეთ  სახელმძღვანელოს მეორე   მოდულის მეორე   აქტივობა. განვიხილეთ  მიმართულების მიცემის  საკვანძო  კითხვები,  ფორმულირება,  რომელიც  ხელს  უწყობს  მოსწავლეთა  ჩართულობას. ვიმუშავეთ შინაარსობრივ  და თემატურ  კითხვების  შექმნაზე.  ვიმუშავეთ ოთხ ჯგუფად და მოვისმინეთ ყველა ჯგუფის თითო წევრის მოხსენება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით. კერძოდ,
ჩვენი ჯგუფი მუშაობდა თემაზე ,,ხელნაწერი  წიგნები,,  ,  რომელიც გათვლილია მეხუთე კლასის  მოსწავლეთათვის.  შევადგინეთ  შემდეგი  შინაარსობრივი  და თემატური  კითხვები.
ზოდადი კითხვა :
1. რა ითვლება თქვენთვის ცოდნის წყაროდ ან  საიდან ვიღებთ ცოდნას?
თემასთან დაკავშირებული კითხვები:
 1.რა შინაარსის  წიგნები გაქვს სახლში, რომელია შენი საყვარელი წიგნი  და ვინ  არის  ავტორი? არსებობდა თუ არა  წიგნები პოლიგრაფიის განვითარებამდე?  როგორ იქმნებოდა წიგნები?
შინაარსობრივი კითხვები:

1.რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ძველ დროში ხელნაწერი  წიგნების შექმნა და გავრცელება?
2 რამდენად შრომატევადი იყო წიგნის  შექმნა?
3.სად და  ვის მიერ იქმნებოდა   ხელნაწერი წიგნები? როგორ აფორმებდნენ ხელნაწერ  წიგნებს? 

Комментариев нет:

Отправить комментарий