четверг, 12 марта 2015 г.

რა არის ბულინგი?

13.03.15წ. დღე მეცხრე

დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით, შემდეგ გადავედით ჩვენი  ფოსტიდან დრაივზე და გავხსენით ჩვენი პორტფოილო. შემდეგ გავხსენით მოსწავლის ნიმუში და  მოსწავლის პრეზენტაცია, ანუ თანმიმდევრულად ვამოწმებდით  თუ არის ჩვენი  შესრულებული სამუშაო სათანადოდ   დასრულებული. შევამოწმეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო  პროექტის  დამხმარე,  სადაც უნდა იყოს  პრეზენტაციის ჩეკლისტი  და ბროშურა, შემდეგ  აუდიო და  ვიდეო  მასალები  შევამოწმეთ, მერე  შეფასება,  კურსის რესურსები და ბოლოს  პრეზენტაცია.   ამის  შემდეგ  გაკეთდა საჩვვენებელი პრეზენტაცია. დღე იყო ძალიან საინტერესო, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს - გიორგი არავიაშვილს ნაყოფიერი მუშაობისათვის! სამწუხაროა, რომ უკვე დავასრულეთ ეს ტრენინგი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ  მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში და მომავალშიც  გავაგრძელებთ  თანამშრომლობას  ბატონ გიორგისთან და  მივიღებთ  მისგან  სასარგებლო რჩევებს! 

суббота, 7 марта 2015 г.

ვიდეო ხელნაწერი წიგნები

"ქართული ხელნაწერი"

წიგნები და ხელნაწერები

დღე მერვე/ ჩემთვის მეცხრე/7.03.2015წ.

დღეს 7 მარტია და დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით, პორტფოილოს განხილვით, თუ რა უნდა გვქონდეს და სად უნდა იყოს ეს მასალა განთავსებული. განვიხილეთ კოლეგის -ნანა ბებიას საპრეზენტაციო ნამუშევარი. ტრენერისაგან მივიღეთ რჩევები საპრეზენტაციო მასალის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ განხორციელებულ აქტივობებზე, შეფასების კრიტერიუმებზე. შემდეგ ვისწავლეთ იუთუბზე პროექტთან დაკავშირებული სასურველი ვიდეოს მოძებნა და მისი ბლოგზე განთავსება, დრაივზე ატვირთვა. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შემიწყობს გავუწიო ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესის მოსწავლეზე ორიენტირების მიზნით.

четверг, 5 марта 2015 г.

დღე მერვე 5.03.2015 ხუთშაბათი

დღეს 5 მარტია,ხუთშაბათი,  და დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყეთ.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები. ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი" და "საბაზისო უნარ-ჩვევები".შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და  Driv-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარებისორი ვარიანტი. დღეს ვისწავლეთ Driv-ზე  არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე ჩვენი მეილიდან და შემდეგ  მოვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში ჩვენი მასალები. მივიღეთ დავალება, რომ სახელმძღვანელოში  წავიკითხოთ მე- 6-ე და მე-7 -ე მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების ნაწილი,რომ  ჩვენი პროექტის გეგმა საბოლოოდ დავასრულოთ. დიდი მადლობა ნაყოფიერი  სამუშაო დღისაღვის.

დღე მეშვიდე 28.02.2015 წ.

დღეს 28 თებერვალია! მეცადინეობა იმით დავიწყეთ, რომ კოლეგების ნაწერებზე კომენტარები გავაკეთეთ, ანუ ამით ვაჩვენეთ, თუ რამდენად კარგად ავითვისეთ მასალა. შემდეგ  დაიწყო დავალებების შემოწმება . ჩვენ წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები,  და მივიღეთ სხვადასხვა შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენ 
  შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა თავისი მახასიათებლებითა და
ინდიკატორებით,რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ, ვისაც ბოლომდე გაკეთებული არექნება.
  ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. ამისათვის ელექტრონული ფოსტიდან გადავედით Drive-ზე, შევისწავლეთ მასზე დარეგისტრირება, საქაღალდეების შექმნა და მათში ინფორმაციის განთავსება.
 ჩვენ შევქმენით ექვსი  საქაღალდე, დავარქვით თითოეულს თავისი სახელი. შევედით საქაღალდე- შეფასებაში და განვათავსეთ მასში ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს კითხვები. მერე სხვა საქაღალდეებსაც შევავსებთ.
 სახლში უნდა შევადგინოთ შეფასების 2 რუბრიკა: ა) პრეზენტაციის; ბ) კოლაბორაციული
 დღევანდელი დღე ჩაიარა ძალიან საინტერესოდ.