четверг, 5 марта 2015 г.

დღე მერვე 5.03.2015 ხუთშაბათი

დღეს 5 მარტია,ხუთშაბათი,  და დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყეთ.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები. ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი" და "საბაზისო უნარ-ჩვევები".შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და  Driv-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარებისორი ვარიანტი. დღეს ვისწავლეთ Driv-ზე  არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე ჩვენი მეილიდან და შემდეგ  მოვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში ჩვენი მასალები. მივიღეთ დავალება, რომ სახელმძღვანელოში  წავიკითხოთ მე- 6-ე და მე-7 -ე მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების ნაწილი,რომ  ჩვენი პროექტის გეგმა საბოლოოდ დავასრულოთ. დიდი მადლობა ნაყოფიერი  სამუშაო დღისაღვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий