დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით, შემდეგ გადავედით ჩვენი ფოსტიდან დრაივზე და გავხსენით ჩვენი პორტფოილო. შემდეგ გავხსენით მოსწავლის ნიმუში და მოსწავლის პრეზენტაცია, ანუ თანმიმდევრულად ვამოწმებდით თუ არის ჩვენი შესრულებული სამუშაო სათანადოდ დასრულებული. შევამოწმეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სადაც უნდა იყოს პრეზენტაციის ჩეკლისტი და ბროშურა, შემდეგ აუდიო და ვიდეო მასალები შევამოწმეთ, მერე შეფასება, კურსის რესურსები და ბოლოს პრეზენტაცია. ამის შემდეგ გაკეთდა საჩვვენებელი პრეზენტაცია. დღე იყო ძალიან საინტერესო, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს - გიორგი არავიაშვილს ნაყოფიერი მუშაობისათვის! სამწუხაროა, რომ უკვე დავასრულეთ ეს ტრენინგი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბატონ გიორგისთან და მივიღებთ მისგან სასარგებლო რჩევებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий