четверг, 5 марта 2015 г.

დღე მეშვიდე 28.02.2015 წ.

დღეს 28 თებერვალია! მეცადინეობა იმით დავიწყეთ, რომ კოლეგების ნაწერებზე კომენტარები გავაკეთეთ, ანუ ამით ვაჩვენეთ, თუ რამდენად კარგად ავითვისეთ მასალა. შემდეგ  დაიწყო დავალებების შემოწმება . ჩვენ წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები,  და მივიღეთ სხვადასხვა შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენ 
  შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა თავისი მახასიათებლებითა და
ინდიკატორებით,რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ, ვისაც ბოლომდე გაკეთებული არექნება.
  ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. ამისათვის ელექტრონული ფოსტიდან გადავედით Drive-ზე, შევისწავლეთ მასზე დარეგისტრირება, საქაღალდეების შექმნა და მათში ინფორმაციის განთავსება.
 ჩვენ შევქმენით ექვსი  საქაღალდე, დავარქვით თითოეულს თავისი სახელი. შევედით საქაღალდე- შეფასებაში და განვათავსეთ მასში ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს კითხვები. მერე სხვა საქაღალდეებსაც შევავსებთ.
 სახლში უნდა შევადგინოთ შეფასების 2 რუბრიკა: ა) პრეზენტაციის; ბ) კოლაბორაციული
 დღევანდელი დღე ჩაიარა ძალიან საინტერესოდ.

1 комментарий: