воскресенье, 15 марта 2015 г.
пятница, 13 марта 2015 г.
четверг, 12 марта 2015 г.
13.03.15წ. დღე მეცხრე
დღე დაიწყო დავალებების შემოწმებით, შემდეგ გადავედით ჩვენი ფოსტიდან დრაივზე და გავხსენით ჩვენი პორტფოილო. შემდეგ გავხსენით მოსწავლის ნიმუში და მოსწავლის პრეზენტაცია, ანუ თანმიმდევრულად ვამოწმებდით თუ არის ჩვენი შესრულებული სამუშაო სათანადოდ დასრულებული. შევამოწმეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სადაც უნდა იყოს პრეზენტაციის ჩეკლისტი და ბროშურა, შემდეგ აუდიო და ვიდეო მასალები შევამოწმეთ, მერე შეფასება, კურსის რესურსები და ბოლოს პრეზენტაცია. ამის შემდეგ გაკეთდა საჩვვენებელი პრეზენტაცია. დღე იყო ძალიან საინტერესო, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს - გიორგი არავიაშვილს ნაყოფიერი მუშაობისათვის! სამწუხაროა, რომ უკვე დავასრულეთ ეს ტრენინგი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ამ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას ბატონ გიორგისთან და მივიღებთ მისგან სასარგებლო რჩევებს!
суббота, 7 марта 2015 г.
დღე მერვე/ ჩემთვის მეცხრე/7.03.2015წ.
დღეს 7 მარტია და დღე დავიწყეთ დავალების შემოწმებით, პორტფოილოს განხილვით, თუ რა უნდა გვქონდეს და სად უნდა იყოს ეს მასალა განთავსებული. განვიხილეთ კოლეგის -ნანა ბებიას საპრეზენტაციო ნამუშევარი. ტრენერისაგან მივიღეთ რჩევები საპრეზენტაციო მასალის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ განხორციელებულ აქტივობებზე, შეფასების კრიტერიუმებზე. შემდეგ ვისწავლეთ იუთუბზე პროექტთან დაკავშირებული სასურველი ვიდეოს მოძებნა და მისი ბლოგზე განთავსება, დრაივზე ატვირთვა. ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შემიწყობს გავუწიო ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესის მოსწავლეზე ორიენტირების მიზნით.
пятница, 6 марта 2015 г.
четверг, 5 марта 2015 г.
დღე მერვე 5.03.2015 ხუთშაბათი
დღეს 5 მარტია,ხუთშაბათი, და დღე ტრადიციულად დავალების შემოწმებით დაიწყეთ.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი შეფასების რუბრიკები და პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტები. ვისწავლეთ როგორ შევავსოთ პროექტის გეგმაში 'შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი" და "საბაზისო უნარ-ჩვევები".შევისწავლეთ პორტფოლიოს შექმნა და Driv-ზე არსებული დოკუმენტების ბლოგზე გაზიარებისორი ვარიანტი. დღეს ვისწავლეთ Driv-ზე არსებულ საქაღალდეებში დოკუმენტების შეტანა,როგორც სხვადასხვა საქაღალდეებიდან, ასევე ჩვენი მეილიდან და შემდეგ მოვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილ პორტფოლიოში ჩვენი მასალები. მივიღეთ დავალება, რომ სახელმძღვანელოში წავიკითხოთ მე- 6-ე და მე-7 -ე მოდულები და მისი დახმარებით შევავსოთ პროექტის გეგმის დიფერენცირებული სწავლების ნაწილი,რომ ჩვენი პროექტის გეგმა საბოლოოდ დავასრულოთ. დიდი მადლობა ნაყოფიერი სამუშაო დღისაღვის.
დღე მეშვიდე 28.02.2015 წ.
დღეს 28 თებერვალია! მეცადინეობა იმით დავიწყეთ, რომ კოლეგების ნაწერებზე კომენტარები გავაკეთეთ, ანუ ამით ვაჩვენეთ, თუ რამდენად კარგად ავითვისეთ მასალა. შემდეგ დაიწყო დავალებების შემოწმება . ჩვენ წარმოვადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციები, და მივიღეთ სხვადასხვა შენიშვნები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩვენ
შევისწავლეთ შეფასების რუბრიკის შედგენა თავისი მახასიათებლებითა და
ინდიკატორებით,რომელიც სახლში უნდა დავასრულოთ, ვისაც ბოლომდე გაკეთებული არექნება.
ვისწავლეთ Google-Drive-ის, როგორც ელექტრონული მეხსიერების მოხმარება. ამისათვის ელექტრონული ფოსტიდან გადავედით Drive-ზე, შევისწავლეთ მასზე დარეგისტრირება, საქაღალდეების შექმნა და მათში ინფორმაციის განთავსება.
ჩვენ შევქმენით ექვსი საქაღალდე, დავარქვით თითოეულს თავისი სახელი. შევედით საქაღალდე- შეფასებაში და განვათავსეთ მასში ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლეს კითხვები. მერე სხვა საქაღალდეებსაც შევავსებთ.
სახლში უნდა შევადგინოთ შეფასების 2 რუბრიკა: ა) პრეზენტაციის; ბ) კოლაბორაციული
დღევანდელი დღე ჩაიარა ძალიან საინტერესოდ.

четверг, 26 февраля 2015 г.
დღე მეექვსე 26.02.15
დღეს ხუთშაბათია, 26 თებერვალი, თუმცა 21 თებერვალსაც ვიყავი-შაბათს და სხვა ჯგუფთან ვმუშაობდი. დღეს ვიმეორებ ძველ მასალას, ვინაიდან ჩემი ჯგუფი წინ არის... ჩემს ბლოგის მენიუს დავამატე ორი გვერდი და დავასრულე ასევე ჩემს შესახებ ინფორმაცია, გავხსენი ,,ჩემი სკოლის ფოტოალბომი,, ,სადაც დავდებ ჩემი სკოლის ფოტოსურათებს.
მუშაობის პროცესში განვიხილეთ ასევე საშინაო დავალება, შესწორებები შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში. შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ შეიძლება კომენტარების გაკეთება კოლეგის ნამუშევარზე, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს მივცეთ გარკვეული მითითებები და გავუკეთოთ კომენტარები მათ ნამუშევრებს. გავეცანით საავტორო უფლებებს და მათი დაცვის აუცილებლობებს. მე პედაგოგს და კოლეგებს ვაჩვენე ჩემი საავტორო უფლებების ასოციაციის წევრობის პლასტიკური ბარათი. ვისაუბრეთ პრეზენტაციის კრიტერიუმებზე. დავალებად მივიღეთ მოვამზადოთ მოსწავლის ნამუშევრის ბროშურა, ან პრეზენტაცია,რისთვისაც დასახმარებლად უნდა გამოვიყენოთ მოდული. მე ორივე დავალება მზად მაქვს და გავუგზავნე ბატონ გიორგის და ასევე ჩემს სახელზეც.

пятница, 20 февраля 2015 г.
დღე მეხუთე 20.02.15წ
დღეს 20 თებერვალია, ჩვენი ტრენინგის მეხუთე დღე. დღეს ჩვენ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და სტრატეგიები ცხრილში როგორ გავანაწილოთ. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და თანმიმდევრობის შეცვლა. დავიწყეთ ბროშურის ელექტრო-ვერსიის შექმნა, ასევე Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება.
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო და ეს დღე ჩემთვის წარიმართა საინტერესოდ, რადგან მივიღე ბევრი ინფორმაცია. განვიხილეთ ერთმენეთის ნამუშევრები : სლაიდ- შოუს პრეზენტაცია და სხვადასხვა თემაზე შექმნილი ბუკლეტები.
დღე საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი იყო. მადლობა ჩვენსტრენერს-გიორგის!

воскресенье, 15 февраля 2015 г.
დღე მეოთხე
დღეს 15 თებერვალია და ჩვენ დღეს ვისწავლეთ ბლოგის სახელის შეცვლა, გავაკეთეთ ჩვენი ჯგუფის მონაწილეთა ურთიერთკომენტარები, ვიმუშავეთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტებზე, განვიხილეთ შეფასების სახეობები და მივიღეთ საშინაო დავალება - კიდევ ერთხელ კარგად წავიკითხოთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობა, გადავხედოთ ჩვენი პროექტის გეგმა, დავასრულოთ ის, რაც ჯერ არ არის დასრულებული .
пятница, 13 февраля 2015 г.
დღე მესამე
დღეს არის ჩვენი მეცადინეობის მესამე დღე 13.02.15წ. და ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ განვიხილეთ საშინაო დავალება, განვიხილეთ ასევე ბლოგის ინსტრუმენტები, სტატიის გამოქვეყნება, განთავსება ბლოგზე. ვისწავლეთ ბლოგში მუშაობა.
ინდივიდუალურად წავიკითხეთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მეორე აქტივობა. განვიხილეთ მიმართულების მიცემის საკვანძო კითხვები, ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ვიმუშავეთ შინაარსობრივ და თემატურ კითხვების შექმნაზე. ვიმუშავეთ ოთხ ჯგუფად და მოვისმინეთ ყველა ჯგუფის თითო წევრის მოხსენება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით. კერძოდ,
ჩვენი ჯგუფი მუშაობდა თემაზე ,,ხელნაწერი წიგნები,, , რომელიც გათვლილია მეხუთე კლასის მოსწავლეთათვის. შევადგინეთ შემდეგი შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
ზოდადი კითხვა :
1. რა ითვლება თქვენთვის ცოდნის წყაროდ ან საიდან ვიღებთ ცოდნას?
თემასთან დაკავშირებული კითხვები:
1.რა შინაარსის წიგნები გაქვს სახლში, რომელია შენი საყვარელი წიგნი და ვინ არის ავტორი? არსებობდა თუ არა წიგნები პოლიგრაფიის განვითარებამდე? როგორ იქმნებოდა წიგნები?
შინაარსობრივი კითხვები:
1.რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ძველ დროში ხელნაწერი წიგნების შექმნა და გავრცელება?
2 რამდენად შრომატევადი იყო წიგნის შექმნა?
3.სად და ვის მიერ იქმნებოდა ხელნაწერი წიგნები? როგორ აფორმებდნენ ხელნაწერ წიგნებს?

დღე მეორე
დღეს 8 თებერვალია ,ჩვენი ტრენინგის მეორე დღე და ჩვენი დღევანდელი სამუშაო ჩაიარა შემდეგნაირად: სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის წაკითხვა, შერჩეული თემის შევსება.სახელმღვანელოზე მუშაობა. პროექტის თემაზე მუშაოობა. ბლოგების შექმნა.ახალი ბლოგის შექმნა. ჯგუფური სამუშაო. საშინაო დავალება.ბლოგისა და პოსტის შექმნა. ბლოგის მისამართის გაკეთება, ბლოგის დიზაინი, შაბლონის,ფონის გამოყენება ტექსტზე. შერჩეული თემის ბუკლეტების შექმნა, მისი გაფორმება.
დღე პირველი
დრეს იწყება ჩვენი ტრენინგები 6.02. 2015წ. დავიწყეთ პროექტში მონაწილე პედაგოგთა ურთიერთგაცნობა.შემდეგ ვიმუშავეთ შემდეგ მიმართულებებით:
პროექტით სწავლების სახელმძღვანელოსთან მუშაობა, პორტფოილოს ჩექლისტი, კვლევის შეჯამება, მთლიანი პროექტის ეტაპობრივად შეჯამება, დამატებითი რესურსები. საქაღალდეს შექმნა. შევქმენით პორტფოილო. ჩავატრეთ მუშაობა ჯგუფებში. განვიხილეთ პირველი მოდულის პირველი და მეორე აქტივობა.
განვიხილეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები. მივიღეთ საშინაო დავალება : პორტფოილოს შექმნა, პროექტის გეგმის შაბლონი - ჩარჩო, სადაც უნდა შევავსოთ ინფორმაციები. დავწეროთ თემის დასახელება, კლასი, საგანი, თემის შინაარსი და სხვ.

Подписаться на:
Сообщения (Atom)